პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, დავით თარხან-მოურავისა განმარტებით, როცა ადა მარშანია მოსკოვში ჩადიოდა, მოლაპარაკებებს იწყებდა იმით, რომ იყო აფხაზი.

"ადა მარშანია იწყებდა ამით — მე ვარ აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი და მე ვამბობ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი სახელმწიფო. ამით იწყება ყველა შეხვედრა იქ", — განაცხადა თარხან-მოურავმა.

თარხან-მოურავის თქმით, სხვათა შორის, ადა მარშანია ძალიან ცნობილი გვარიდანაა.