ტოლი ნახოს და კოჭი გააგოროს — უგულავა შიხიაშვილს
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელსაც მისი ნახვა და საუბარი სურდა.
"ძალიან სასაცილო პერსონაჟად ჩამოყალიბდა შიხიაშვილი, 7 წლის წინაც იგივე უნდოდა, დამელაპარაკოსო, რაზეც მე მაშინაც და ეხლაც შემიძლია ვუთხრა, საკუთარი ტოლი ნახოს და იმას ელაპარაკოს, მე მაგ ხალხთან საქმე არ მაქვს", — განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, ქართული მარში არის პროპუტინური ორგანიზაცია, მსახური იმ ადამიანის, ვინც კლავს ქართველებს და ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები.
"ეს არის პუტინის რუსეთის დამქაში ხალხი, ესენი არიან ივანიშვილის, სუს-სა და პირადად შიხიაშვილი კიდევ ღარიბაშვილის მლიქვნელი კაცი. ეგენი არიან ჰერპესი ჩვენი ქვეყნის სხეულზე, რადგან ემსახურებიან უცხო ქვეყანას", — აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, განსხვავებული აზრი ყველასი მისაღებია. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ქართული მარშის წევრები არიან პირდაპირ მონები და ეშმაკის მსახურები.
ჰომოფობიური, ქსენოფობიური, პრორუსული, ძალადობრივი ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი შიხიაშვილი ევროპული საქართველოს ოფისში მივიდა, ბათუ შელიას ელაპარაკა და გიგი უგულავასთან შეხვედრა მოითხოვა.
შიხიაშვილი ამბობდა, რომ გუშინ ევროპული საქართველო თავს დაესხა ქართული მარშის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი გაბედავას და ცუდი საქციელი იყო მაჟორიტარობის კანდიდატზე ხელის დარტყმა და თავდასხმა. ამაზე კი შელიამ უპასუხა, რომ ეს არ იყო ხელის დარტყმა, ეს იყო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი.
შიხიაშვილი აპირებს, რომ უგულავა მთელი ქალაქის მასშტაბით მოძებნოს და იპოვოს. მისი განცხადებით, გიგი უგულავას ნახვა, უბრალოდ, სალაპარაკოდ უნდა.
ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზუგდიდში იმყოფება ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძეც. მათივე ცნობით, პოლიციას სიტუაციის შესახებ შეატყობინეს.
On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები