ფილიპინების სამხრეთ-აღმოსავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ზღვის ფსკერზე დაფიქსირდა.

მიწისძვრა 617 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.

რამდენიმე წუთის წინ, ამერიკის ცუნამის საფრთხის შესახებ ცნობების გამავრცელებელმა უწყებამ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგაც ცუნამის წარმოშობის საფრთხე არ არსებობს.

მიწისძვრის შედეგების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.