ანიმაციების მოყვარულებს დისნეი ხშირად გვანებივრებს ახალ-ახალი ზღაპრული ისტორიებით და მისი მომავალი პროექტიც განწირულია, რომ უამრავმა მაყურებელმა შეიყვაროს.

Raya and the Last Dragon (რაია და უკანასკნელი დრაკონი) ახალი ანიმაციაა, რომელიც ეული მებრძოლის შესახებ მოგვითხრობს, ვისაც სურს უკანასკნელი დრაკონი იპოვოს, რათა თავისი სამეფო ბოროტებისგან გადაარჩინოს.

ამ მიზნის მისაღწევად რაიას რომ რთული გზის გავლა მოუწევს, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული პირველი ტრეილერიც ცხადყოფს:

როგორც ტრეილერიდან გვპირდებიან, მომავალი პროექტი ისეთივე სენსაციური იქნება, როგორიც მოანა (Moana) და გაყინულია (Frozen).

"ამ პროექტში ძალიან საინტერესოა არის ის, რომ ამბავი სულ სხვანაირად გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს პრინცესობა: რაია ტექნიკურად პრინცესაა, თუმცა ის უკეთესი მებრძოლია. როცა ის ბავშვი იყო, ერთი სული ჰქონდა, მახვილი მიეღო და როცა გაიზარდა, ნამდვილი ძლიერი და მტკიცე მეომარი გახდა, რომელსაც საკუთარ თავზე ზრუნვა შეუძლია", — ამბობს მსახიობი კელი ტრენი, რომელიც სწორედ რაიას პერსონაჟს ახმოვანებს. აღსანიშნავია, რომ ის პირველი სამხრეთ აზიელი მსახიობი იქნება, ვინც დისნეის ანიმაციაში მთავარ გმირს გაახმოვანებს.

ამ ანიმაციის ხილვას წელს განსაკუთრებულად ველოდით, თუმცა პანდემიამ სხვა ბევრი პროექტის მსგავსად მის რეალიზაციასაც შეუშალა ხელი: პრემიერის თარიღი შეიცვალა და ამჟამინდელი ინფორმაციით, რაია და უკანასკნელი დრაკონი 2021 წლის 12 მარტს გამოვა კინოთეატრებში.