სულ ცოტა ხნის წინ რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა ახალი ფილმის, ხიბულას პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ხიბულა ოვაშვილის ტრილოგიის ბოლო ნაწილი იქნება. პირველი ფილმი, გაღმა ნაპირი 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ხოლო მეორე, სიმინდის კუნძული - 2014 წელს.

დრამის ეპიცენტრში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაა, სიუჟეტი კი მისი ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეს ასახავს.

ზვიად გამსახურდიას როლის შემსრულებელს გიორგი ოვაშვილი დიდხანს ეძებდა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მსახიობებს შორის, საბოლოოდ კი არჩევანი ირანელ მსახიობ ჰოსეინ მაჰჯუბზე შეაჩერა.

ხიბულას მსოფლიო პრემიერა 2017 წელს შედგება.