ნიკოლ კიდმანის თქმით, Big Little Lies-ის მე-3 სეზონი, შესაძლოა, 2021 წელს გამოვიდეს
ავსტრალიელი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი, რომელიც HBO-ის გახმაურებულ სერიალ Big Little Lies-ში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, ამბობს, რომ, შესაძლოა, მალე მესამე სეზონი ვიხილოთ.
სერიალი, რომლის პრემიერაც 2017 წელს შედგა, იდუმალი მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი ხუთი ქალის შესახებ მოგვითხრობს. მათ შორისაა კიდმანის პერსონაჟიც — ყოფილი იურისტი სელესტ რაითი.
სერიალში ასევე ჩნდებიან რიზ უიზერსპუნი და ლორა დერნი, მეორე სეზონში კი მათ თვით ჰოლივუდის დედოფალი — მერილ სტრიპი შეუერთდა.
Big Little Lies-ის ორივე სეზონს კრიტიკოსებისა და გულშემატკივრებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებლებს აინტერესებთ, როგორ გაგრძელდება ისტორია, თუმცა მესამე სეზონი HBO-ს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.
არხზე 25 ოქტომბერს კიდმანის მონაწილეობით კიდევ ერთი დრამის — The Undoing — პირველი სერიის პრემიერა შედგება. მსახიობი BBC Radio 2-თან საუბარში Big Little Lies-ის მესამე სეზონის შესახებ გავრცელებულ ხმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
"გული მიგრძნობს, მესამე სეზონი იქნება", — ამბობს კიდმანი, — "რიზი, მე, ზოი [კრავიცი], შეი [შეილინ ვუდლი] და ყველანი — მათ შორის ლორაც, რომელიც ახლა ლონდონშია გადაღებებზე [იურული სამყარო 3-ის] — ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე".
"ერთი სული გვაქვს, როდის შევიკრიბებით ისევ ერთად".
თავდაპირველად, დაგეგმილი იყო, რომ სერიალი სულ რამდენიმე სერიას გააერთიანებდა, თუმცა ფანების მოთხოვნის გამო ისტორია მეორე სეზონშიც გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მესამე სეზონი, პირველის მსგავსად, შესაძლოა, პირველწყაროს დაეყრდნოს — კიდმანის თქმით, ლიან მორიარტი, რომელიც რომან დიდი პატარა ტყუილების ავტორია, ამჟამად წიგნის გაგრძელებაზე მუშაობს, რაც ალბათ ახალი სეზონის გადაღების ინსპირაციად იქცევა.
"ლიანი ახალ წიგნს წერს, ასე რომ, ვიმედოვნებ, იგი მესამე სეზონის საფუძველი გახდება", — აცხადებს ავსტრალიელი მსახიობი, — "დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ ეს მომავალ წელს იქნება, თუმცა, შესაძლოა, ასეც მოხდეს.
"როცა რამდენიმე ქალი თავს ერთად იყრის, მათ მთების გადადგმაც კი შეუძლიათ, ასე რომ, არასდროს იცი, რას უნდა ელოდო".
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ სერიალის ვარსკვლავები — კიდმანი და მერილ სტრიპი — წინასაახალწლოდ ახალ მიუზიკლში, The Prom, გამოჩნდებიან, ნამუშევრის რეჟისორი კი რაიან მერფი იქნება.
ასევე იხილეთ:
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
კომენტარები