ეს 15 ფოტო გვაჩვენებს, სილამაზის რა უცნაურ სტანდარტებს ახვევდნენ ქალებს თავს
ადამიანები სხეულის სილამაზეს, ალბათ, ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას, თუმცა გასულ საუკუნეში მომხდარმა სხვადასხვა მნიშვნელოვანმა ცვლილებამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მასშტაბური და საყოველთაო გახადა: მკვლევრები თანხმდებიან, რომ სილამაზის ინდუსტრიამ ძალა სწორედ მეოცე საუკუნეში მოიკრიბა, დღეს კი ჟურნალ ფორბსის თანახმად, მთელი ინდუსტრიის ღირებულება $532 მილიარდია.
აღსანიშნავია, რომ სილამაზის ინდუსტრია სოციალურად წარმოებულ სილამაზის სტანდარტებს ეფუძნება, რომლებიც განსაკუთრებულად მომთხოვნი, შემზღუდველი და დამაზიანებელი ძირითადად ქალებისთვისაა — საზოგადოება ქალებისგან მეტად ითხოვს გარეგნობაზე მუდმივ ზრუნვას, მომხიბვლელობასა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.
ამ სტატიაში თავმოყრილი რამდენიმე ფოტო გვაჩვენებს, თუ რა უცნაური ხერხები გამოიყენებოდა სხვადასხვა დროს, რათა ქალებს მათი თანამედროვეობის შესაფერისი სტანდარტები დაეკმაყოფილებინათ.
1. ინგლისში 1936 წელს გამართული "უსახო" სილამაზის კონკურსი
2. ქალი 1926 წელს იხატავს ფეხებს, თითქოს მაღალყელიანი წინდები აცვია
3. ყინულის ნიღაბი, 1931 წლის ფოტო
4. 1930 წელს ფლორიდაში გამართული ყველაზე ლამაზი თვალების კონკურსი
5. 1941 წელს ლონდონში გადაღებულ ამ ფოტოზე ქალები კოლგოტის ან წინდის ეფექტის შესაქმნელად ფეხებს იხატავენ
6. ჭორფლების მოშორების პროცედურა, 1930 წელი
7. 1940-იანი წლების თანსატარებელი თმის საშრობი
8. სანამ მზის სხივებისგან დამცავი სხვა საშუალებები გამოჩნდებოდა, ასე უფრთხილდებოდნენ სახის კანს 1920-იან წლებში
9. ფრანგული ხელსაწყო, რომელიც 1930-იან წლებში ქალებს მკერდის გამკვრივებას ჰპირდებოდა
10. თმის დახვევის პროცედურა, 1929 წლის გერმანია
11. ძველი ჩინური ტრადიცია, რომელსაც ქალები ფეხის ზომის დასაპატარავებლად მიმართავდნენ: პატარა ფეხი დახვეწილობის სიმბოლოდ ითვლებოდა
12. თმის საშრობი 1920-იანი წლებიდან
13. ჭორფლების მოსაშორებელი ნიღაბი, 1921 წელი
14. 1936 წელს ლოყაზე ფოსოები განსაკუთრებულად პოპულარული ყოფილა
15. პირდაპირი მნიშვნელობით თმის დაუთოება, 1964 წელი
შესაძლოა, ახლა ეს ყველაფერი სასაცილოდ ან საზარლად გვეჩვენება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ დღემდე ქალებს არანაკლებად უწევთ სილამაზის სტანდარტების შესაბამისად თავიანთი სხეულების "ფორმაში მოყვანა", რაც რამდენიმე ათეულ წელში, შესაძლოა, ისეთივე უსაფუძვლო სისასტიკედ მოგვეჩვენოს ყველას, როგორც ამ ფოტოზე ასახული პროცედურები.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები