გვარამიას თქმით, უცნობმა წყარომ მძარცველის ვინაობა დაუსახელა და 2 ყალბი მძევალი ამოიცნო
მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, უცნობმა წყარომ ზუგდიდში ბანკის მძარცველის ვინაობა დაუსახელა და ორი ყალბი მძევალი ამოიცნო. მთავარი არხის განცხადებით, გვარამიას წყარომ ჯერ კიდევ გუშინ, 21 ოქტომბერს დაურეკა, თუმცა ინფორმაცია სპეციალურად არ გაასაჯაროვეს.
როგორც გვარამია ყვება, უცნობმა წყარომ მას დაურეკა და მძარცველის სახელი და გვარი შეატყობინა. ამასთან, უთხრა, რომ მძევლებს შორის ორი მძარცველის თანამზრახველი იყო და ისინი მოქმედი ჯარისკაცები არიან. მისივე ინფორმაციით, წყარომ შეატყობინა, რომ ვერტმფრენი სვანეთში გადასაფრენად სჭირდებოდათ, საიდანაც შემდეგ სახმელეთო გზით რუსეთში გადავიდოდნენ.
ტელეკომპანიამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, როგორ უკავშირდება გვარამია 112-ს და ამ ინფორმაციას აწვდის. ჩანაწერიდან ისმის, რომ 112-ის თანამშრომელი ადგილზე პოლიციის მისვლას და მის გამოკითხვას სთავაზობს. მთავარ არხში ამბობენ, რომ ნიკა გვარამიასთან გამოკითხვისთვის არავინ მისულა, რის შემდეგაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა და სპეცოპერაციაზე ინფორმაცია მიაწოდა.
"მძევლები კი არა, სწორედ ეს ფეიკ მძევლები გაიყოლა. წაღებულია 4 მილიონი დოლარი და არა ნახევარი მილიონი. არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენჯიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი" — წერს გვარამია ფეისბუქზე.
გვარამია აღნიშნავს, რომ წყაროს თქმით, მძარცველს იქ კონკრეტული პირი უნდა დახვედროდა, რომელსაც ფულს გაუყოფდნენ, ის კი მისცემდა გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფდა გადაყვანას რუსეთში.
გვარამია 21 ოქტობერს წერდა, რომ ბანკის ძარცვაზე ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა პოლიციის თხოვნით, არაფერს არ იტყოდნენ, თუმცა მომდევნო დღეს ინფორმაციას გააჟღერებდნენ.
მძევლების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად On.ge ცდილობს, თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდეს.
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
კომენტარები