ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა და ირანმა საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს და შესაძლებელია მათზე ზეგავლენა სცადოს.

"ირანმა და რუსეთმა გარკვეული ზომები მიიღეს, რათა არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრზე გავლენა იქონიონ", — განაცხადა პრესკონფერენციაზე აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა.

მისივე თქმით, ორივე მხარემ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვა, ამასთან ირანმა ის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოიყენა, ხოლო რუსეთს მსგავსი ქმედებები არ განუხორციელებია.

"ირანი ელექტრონულ ფოსტაზე ყალბ შეტყობინებებს აგზავნის, რათა დააშინოს ამომრჩეველი, გააღვივოს საზოგადოებრივი მღელვარება და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ზიანი მიაყენოს", — განაცხადა რედკლიფმა.

ირანმა და რუსეთმა არჩევნების ჩარევის ბრალდებები უარყვეს. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ბრალდებების უსაფუძვლოა.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. მთავარი კონკურენტები მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატების კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არიან.