ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაჩაღობა საქართველოს ბანკის მიმდებარედ მოხდა. როგორც On.ge-ს ბანკში უთხრეს, დაყაჩაღებული ინკასატორი მათი ბანკის თანამშრომელი არ არის.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია წაღებული თანხის რაოდენობის შესახებაც, თუმცა ეს ოფიციალურად არ დასტურდება.

კომპანია DDG-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მათ კუთვნილ მანქანაზე მოხდა და თავდახმის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს ყაჩაღობის ფაქტი დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.