მარტყოფში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწოვანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.