ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის მამაზე მუქარას ეხმიანება.

კაპანაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ყველა მათდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი თუ მედიასაშუალება, არის მათი მტერი.

"ავთანდილ წერეთელზე მუქარა არის ხელისუფლების მხრიდან გამოვლინება იმ ზოგადი დამოკიდებულების კრიტიკული მედიის მიმართ, რომ მედია, რომელიც არ იცავს მთავრობას, მედია, რომელიც არ ატარებს სამთავრობო ხაზს და არ ზის სამთავრობო ტალღაზე, არის მიუღებელი ივანიშვილისთვის.

მთელი ამ წლების განმავლობაში ეს იყო ხაზი, რომელსაც ატარებდა ივანიშვილი. მისი მმართველობა ცალსახად გამოირჩევა იმ მიდგომით, რომ ყველა ვიც მას აკრიტიკებს, არის მისი მტერი და ეს ჩნდებოდა წლების განმავლობაში არამარტო ტელეკომპანია პირველის, არამედ ადრე რუსთავი 2-ის, შემდეგ მთავარის, იბერიას და სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში.

ეს არის სრულიად არაჯანსაღი დამოკიდებულება ავტორიტარი მმართველის, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურიბას. ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას და დემოკრატიულ განვითარებას. ეს დამოკიდებულება სამუდამოდ შეიცვლება 31 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილი დამარცხდება, ჩამოშორდება ხელისუფლებას და მედიას აღარ ექნება საფრთხე მომავალში", — აცხადებს კაპანაძე.