ძალა ერთობაშიას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ორი მხარდამჭერის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე ადვოკატი ითხოვს, რომ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ და საქმეზე გამოძიება დანაშაულის მცდელობისა და განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყოს.

ადვოკატის თქმით, 19 ოქტომბერს ბოლნისში კახა ოქრიაშვილის ერთ-ერთი შეხვედრის მერე, მისი ორი მხარდამჭერის მიმართ შეიარაღებული თავდასხმა ქართული ოცნების აქტივისტებმა განხორციელდეს. მისივე აღნიშვნით, თავდასხმაში, დაახლოებით, რვა ადამიანი მონაწილეობდა.

"ორი მანქანით იყვნენ. ერთ-ერთ მანქანას ბოლნისის საკრებულოს წევრი მართავდა, ხოლო მეორეც ქართული ოცნების შტაბის წევრი. თავდამსხმელები ორჯერ დაეჯახნენ, რათა გზიდან გადაეგდოთ. როცა ოქრიაშვილის მხარდამჭერები გაიქცნენ, თავდამსხმელებმა 5-6-ჯერ ავტომანქანის მიმართულებით გაისროლეს. დაიკითხა მხოლოდ ერთი პირი. სხვა პირების მიმართ რაიმეს სახის საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა", — განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. მისივე თქმით, ამ მუხლს უნდა დაემატოს 19-108 მუხლი, რაც გულისხმობს დანაშაულის მცდელობა და განზრახ მკვლელობას.

ასევე, ადვოკატის თქმით, მოითხოვენ, დაზარალებულად ცნონ პირები, რომელსაც თავს დაესხნენ, რათა მას, როგორც ადვოკატს, სამის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს.

ამავე თემაზე: