ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გუშინ, ზუგდიდში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

"ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა მსხვერპლის გარეშე, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, აიყვანოს ხალხი მძევლად და მერე წავიდეს დაუსჯელი. ეს არის მძიმე შედეგი იმ გარემოსი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა. გარემოსი, რომელშიც კრიმინალს გაუდის ყველაფერი; რომელშიც კრიმინალი თანამშრომლობს, მათ შორის, საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფოსთან და იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ გვაქვს განცდა, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი და ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.

ეს არის ძალიან მძიმე განცდა, რომელიც ალბათ კიდევ დიდი ხანი გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს", — განაცხადა კაპანაძემ.