ოკუპირებული ცხინვალი რუსეთს საველე ჰოსპიტლის მოწყობისთვის დახმარებას სთხოვს, როგორც გამოცემა რესი წერს, დახმარების წერილით დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ბიბილოვმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მიმართა.

როგორც იბრაგიმ გასეევის წერილშია აღნიშნული, ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება. წერილის თანახმად, ოკუპირებული რეგიონი რუსეთისგან 150-ადგილიანი ჰოსპიტლის მოწყობას და სპეციალისტების გაგზავნას ითხოვს.

საველე ჰოსპიტლის მოწყობა რუსეთს ოკუპირებულმა აფხაზეთმაც რამდენიმე კვირის წინ სთხოვა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. უწყებები ყოველდღიურად კორონავირუსის ათეულობით ახალ შემთხვევაზე საუბრობენ. თუმცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზუსტი რიცხვის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.