ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს დე-ფაქტო მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ არ ფლობს არანაირ ინფორმაციას, თუ სად იმყოფება თავდამსხმელი, რომელიც გუშინ ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა SOVA-მ გაავრცელა.
მედიის ცნობით, შამბა ამტკიცებს, რომ არ იცის, თავდამსხმელი ნამდვილად ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა თუ არა. იმავეს აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსი, რუსტამ ლატიპოვი.
"რუსეთთან ერთად მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შევიდეს", — განაცხადა ლატიპოვმა.
მედიის ინფორმაციით, გალის რაიონის დე-ფაქტო მეთაური კონსტანტინე ფილია, ასევე, აცხადებს, რომ თავდამსხმელი ვერ შეძლებს, ე.წ. საზღვრის მდინარე ენგურით გადაკვეთას.
21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში, შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი დრო 6 საათზე ამოიწურა. თავდამსხმელი 22:41-ზე სამ მძევალთან ერთად შენობიდან გამოვიდა და ტერიტორია დატოვა. 04:48 წუთზე შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც ბანკიდან მძევლები ჰყავდა წაყვანილი, გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მძევალი თავისუფალია. თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები