ევროპის საბჭოს წევრებმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს
2020 წლის 21 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საკითხის ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში ფარგლებში მეშვიდე გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, 21 ოქტომბერს მიღებულ დოკუმენტში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საქღვრებში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ასევე, ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ შექმნილი მუდმივი დაბრკოლებების, მათ შორის, ადგილზე რუსეთის სამხედრო ნაწილების ყოფნის გამო საქართველო ლეგიტიმურ იურისდიქციას საკუთარ რეგიონებში ვერ ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის აგრესიის შემდგომ 12 წლიან პერიოდზე და შეფასებულია რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები, რაც ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით მძიმე მდგომარეობას ქმნის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინა გადაწყვეტილებების მსგავსად, წელსაც დაფიქსირებულია, რომ არსებული კონფლიქტი ევროპის საბჭოს ორ წევრ წვეყანას, რუსეთსა და საქართველოს შორის არის.
უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას ხელს უშლის. რაშიც იგულისხმება, მათ შორის გახშირებული სამხედრო წვრთნები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ე.წ. ხელშეკრულებების დადება, ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობასთან შერწყმა, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების საინფორმაციო და საკოორდინაციო გაერთიანებული ცენტრების შექმნა, ე.წ. საბაჟო პუნქტების ფუნქციონირება, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უკანონო ბარიერებისა და მავთულხლართების ინსტალაცია
მათივე ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს, რაც საქართველოს ორი რეგიონის სტატუსის შეცვლისკენ არის მიმართული, მათ შორის, ე.წ პასპორტის გაცემას და უცხოელი რეზიდენტების სტატუსის შემოღებას არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.
მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტილებაში დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებზე დაუსჯელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ასევე, აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილებაში გამოხატულია შეშფოთება საქართველოს ორივე რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო. მათ შორის აღნიშნულია ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ქართველების დისკრიმინაციის გახშირებული შემთხვევები, მათ მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების გზით გაიარონ რეგისტრაცია უცხოელი რეზიდენტის სტატუსით ან შეიცვალონ სახელები და ეთნიკური იდენტობა.
უწყების ინფორმაციით, დოკუმენტი გმობს, აფხაზეთის რეგიონში გადაადგილების შეზღუდვებს და სამხრეთ ოსეთში გამშვები პუნქტების ხანგრძლივ დაკეტვას, რის გამოც უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაში უწევს ცხოვრება ადგილობრივ მოსახლეობას.
სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი ასევე გმობს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებას სიკვდილით დასჯის შემოღებასთან დაკავშირებით.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები