შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც ბანკიდან მძევლები ჰყავდა წაყვანილი გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მძევალი თავისუფალია.

მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია 13 საათია გრძელდებოდა. შსს-ს განცხადებით, ზუგდიდის ბანკზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 14:21-ზე მიიღეს.

თავდამსხმელი, რომელიც ავტომატითა და ხელყუმბარით იყო შეიარაღებული, 500 000 ამერიკულ დოლარს, ასევე, ტერიტორიის დასატოვებლად თვითმფრინავს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას მოითხოვდა. მისი პირობების დარღვევის ან შტურმის მცდელობის შემთხვევაში ის მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ კი, დაახლოებით 11 საათზე თავდამსხმელმა, მძევლებთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდა, უცნობი იყო ის დააკავეს, თუ პირობები დაუკმაყოფილეს და გაუშვეს. ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევლის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელმა მიიტანა მოთხოვნილი თანხა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ნაწილი კი თან წაიყვანა.

ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო რა მოხდა და სად იყვნენ მძევლები. მოგვიანებით შსს-მ მხოლოდ ის განაცხადა, რომ სპეცოპერაცია გრძელდებოდა და დღის განმავლობაში 43 მძევალი ჰყავდათ გათავისუფლებული.

On.ge-ს წყარომ მიაწოდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რა ხდებოდა ზუგდიდში, ბანკში, სადაც შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.

გაიგეთ მეტი: