მამუკა ხაზარაძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ლელოს ლიდერის განცხადებით, პოლიციელებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სწორი გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიიღეს.

"მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო სამხარეო პოლიციის უფროსის, ავთო გალდავას და მისი თანაგუნდელების საქციელის გამო და მხნეობა ვუსურვო მათ ოჯახებს", — განაცხადა ხაზარაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოვლენები მშვიდობიანად დასრულდება, თუმცა აქვე აღნიშნა — დამნაშავეს არ უნდა მიეცეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალება და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულის გამო.

"ვიმედოვნებ, რომ ოპერაცია მშვიდობიანად და სახელმწიფოებრივად დასრულდება და დამნაშავე დაისჯება", — აღნიშნა ხაზარაძემ.