რამდენიმე წუთის წინ On.ge-მ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია. მასალა ეყრდნობოდა ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, როგორ გამოდის შენობიდან თავდამსხმელი რამდენიმე ადამიანთან ერთად და ჯდება პოლიცის მანქანაში.

On.ge-მ დაკავების შესახებ ინფორმაციის დადასტურება შსს-სთან სცადა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. აღნიშნული მასალა ჩასწორდა და რამდენიმე წუთში ვებგვერდიდან საერთოდ წაიშალა, რადგან არც ერთი ფაქტი ამ დრომდე არ დაგვიდასტურეს.

ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა სიზუსტე და ვიაზრებთ რა მიმდინარე მოვლენის მნიშვნელობას, გულწრფელად ვწუხვართ მკითხველის შეცდომაში შეყვანის გამო.

On.ge ელოდება ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ თავდამსხმელი შენობიდან რამდენიმე ადამიანთან ერთად გამოვიდა და ტერიტორია პოლიციის მანქანით დატოვა. უცნობია, ისინი მძევლები არიან თუ პოლიციელები. საქართველოს ბანკის შენობაში მყოფი სხვა პირები სამართალდამცავებმა გამოიყვანეს.