ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, სამართალდამცავების უმთავრესი ამოცანა მძევლების უსაფრთხოება და განთავისუფლებაა.

"რაც შეიძლება დროულად უნდა დასრულდეს ეს ოპერაცია. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ყველანი ჯანმრთელად დაუბრუნდებიან ოჯახებს. ეს შემთხვევა, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული ვითარებაა ქვეყანაში და აუცილებლობაზე, რომ ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. ამავდროულად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, ამ დროს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე შეტევა", — ამბობს გიგი წერეთელი.