საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო ჯამში დანაშაულების ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას კრიმინალის ზრდის შესახებ, ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაზე საუბრისას.

"რაც შეეხება კრიმინალს, ნახეთ სტატისტიკა და ციფრები, არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. რაც შეეხება საერთოდ კრიმინალს, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რაც 3-4 წლის წინ როგორც დანაშაული, კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა", — განაცხადა გახარიამ.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში კრიმინალები შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ჰყავთ მძევლებიც.