საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში 1 ადამიანია შეჭრილი. მისი თქმით, პოლიცია მუშაობს, რომ სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდეს.

"ზოგადად, როდესაც მიმდინარეობს ცოცხალი სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიებაზე პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის, თუმცა მე გეტყვით, რომ ახლა, ამ წუთებში, ჩემი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად", — განაცხადა გახარიამ.

ზუგდიდის ცენტრში, საქართველოს ბანკში შეიჭრნენ, არსებული ინფორმაციით, ჰყავთ მძევლები. ამ დრომდე შსს-სა და ბანკის წარმომადგენლები დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ზოგიერთი მძევალი გათავისუფლებულია.