ძველი უდიდესი ცივილიზაციები აქტიურად იყენებდნენ კერამიკულ ფილებს. კერემიკული ფილის ტექნოლოგიის შექმნის დაუფლებაში ერთ-ერთი პირველები ძველი ბერძნები, ძველი ეგვიპტელები და ბაბილონელები იყვნენ. სწორედ ბერძნებისგან გადაიღეს რომაელებმა კერამიკული ფილის დამზადების ტექნოლოგია.

თავდაპირველად კერამიკული ფილა გამოიყენებოდა ტაძრებისა და სასახლეების მოსაპირკეთებლად. უკვე მოგვიანებით, მისი მასობრივად გამოყენება დიდებულებმა დაიწყეს საკუთარი სახლების გასალამაზებლად. ის ძალზე ძვირი სიამოვნება იყო.

დღემდე ესპანეთი ითვლება კერამიკული ფილების წარმოების ერთ–ერთ უძველეს ქვეყნად. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ესპანეთში კერამიკული ფილების წარმოებისა და გამოყენების კულტურა მავრებმა შეიტანეს.

ესპანელი ოსტატები უკვე გამზადებულ მასალას ყიდულობდნენ მავრებისგან და ისე აკეთებდნენ ფილებს. ისინი მხოლოდ დამპყრობლებისგან გათავისუფლების პერიოდში, კათოლიკე ბერების წყალობით ეუფლებიან არაბული კერამიკული ფილის წარმოების ტექნოლოგიას. თუმცა, მალევე, ხდებიან ლიდერები ფილის წარმოებაში. ესპანური კერამიკული ფილა ითვლებოდა ხარისხის ეტალონად. მასში გაერთიანებულია ესთეტიკურობა და სიმყარე. მრვალი ათეული წელია ესპანური ფილა დიზაინერების შთაგონებად იქცა ინტერიერის დიზაინის შექმნაში და მისი დამზადების ტექნოლოგია ოსტატიდან მოწაფეს გადაეცემა.

რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება ფილების წარმოების მრავალფეროვნებაც. მაგალითად, თანამედროვე კერამოგრანიტის მწარმოებელ იტალიურ და ესპანურ კომპანიებს საშუალება მიეცათ შეექმნათ გიგანტური ზომის კერამგრანიტის ფილები, ე.წ. სლებები, რომელთა სიგრძეც 3 მეტრს აჭარბებს.

მისი უპირატესობა გახლავთ სიმტკიცე, ყინვაგამძლეობა, ბაქტერიებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ მდგრადობა. იგი გამოიყენება როგორც კედელზე, ასევე იატაკზე. მისი ზედაპირი არ იკაწრება და არ იცვითება. სწორედ ამიტომ, ვარგისია ხანგრძილივი გამოყენებისთვის. იგი არ იწოვს ცხიმებს და არ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ დროულად ვერ შეძელით მისი ზედაპირიდან ამა თუ იმ სითხის გაწმენდა.

გალერეა დემასში თქვენ იხილავთ წამყვანი იტალიური და ესპანური ბრენდების მიერ წარმოებულ კერამგრანიტის სლებებს, რომელიც გულგრილს არ დატოვებს არცერთ მნახველს. რაც შეეხება დიზაინებს, აქ შეხვდებით სხვადასხვა იშვიათი მარმარილოსა და ბუნებრივი ქვების ანალოგებს, რომლცებიც ნამდვილად დაამშვენებს თქვენი სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს. გალერეა დემასი მდებარეობს მშრალ ხიდთან. შეგიძლიათ ეწვიოთ მის ვებ-გვერდს www.gallerydemasi.ge