დღეს, 21 ოქტომბერს, ევროპული საქართველოს ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქცია "დაუპიპინე ბიძინას" იმართება.

ავტომობილების აქცია უკვე დაიწყო საქართველოს დიდ ქალაქებში. ავტომობილები თბილისისკენ მოემართებიან და სიგნალებით ანიშნებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი დრო ამოიწურა.

პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ეს სიგნალები არის გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის უნდა გაიწიოს და გზა დაუთმოს მრავალპარტიულ ევროპულ კოალიციას, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას მძიმე კრიზისიდან.

"ჩვენ ვუსიგნალებთ ბიძინა ივანიშვილს, ვუპიპინებთ, როგორც თავად უყვარს თქმა, იმის ნიშნად, რომ ის უნდა გაიწიოს, ვინადიდან ის აფერხებს და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მან გზა უნდა დაუთმოს მრავალპარტიულ ევროპულ კოალიციას, რომელმაც იმ კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს ქვეყანა, რომელშიც თავად შეიყვანა", — განაცხადა შავგულიძემ.

შემაჯამებელი აქცია თბილისში, 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრათან გაიმართება.