საფრანგეთში დააკავეს 15 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ ამერიკული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის, კიმ კარდაშიანის დაყაჩაღება პარიზში, გასული წლის ოქტომბერში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კიმ კარდაშიანი ფეშენებელურ სასტუმროში იმ დროს დააყაჩაღეს, როდესაც ის პარიზის მოდის კვირეულზე დასასწრებად ემზადებოდა. მძარცველებმა, რომლებიც პოლიციის ფორმაში იყვნენ, იარაღის მუქარით კარდაშიანს 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გასტაცეს. ეს იყო საფრანგეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში კონკრეტული პირის ყველაზე მასშტაბური ძარცვა.