ინტერნეტში ასი ათასზე მეტი ქალის ყალბი შიშველი ფოტოები გავრცელდა
ასი ათასზე მეტი ქალი ონლაინ-თავდასხმის მსხვერპლი გახდა. როგორც BBC წერს, მათი ყალბი შიშველი ფოტოები საკომუნიკაციო აპლიკაციის, ტელეგრამის მეშვეობით გავრცელდა. ფოტოებიდან ტანსაცმელი ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო მოშორებული.
"ფოტოებზე, როგორც ჩანს, არასრულწლოვნებიც არიან", — ნათქვამია სადაზვერვო კომპანიის, Sensity-ის ანგარიშში.
სერვისის შემქმნელების თქმით კი, ეს "უბრალოდ გართობაა".
Sensity-ის განცხადებით, ფოტოებიდან ტანსაცმელი Deepfake ბოტის გამოყენებით მოაშორეს. Deepfake ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რეალისტური ფოტო, ვიდეო ან აუდიო ფაილია, რომელიც რეალურ მაგალითზეა დაფუძნებული და ინტერნეტ-მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გარდა პროპაგანდისტული მიზნებისა, ამ ტექნოლოგიას ხშირად იყენებენ ცნობილი ადამიანების ყალბი პორნოგრაფიული ვიდეოების შესაქმნელად.
განსხვავებით მსახიობებისა თუ პოლიტიკოსებისაგან, ჩვეულებრივი ადამიანები Deepfake-ების მსხვერპლები შედარებით იშვიათად ხდებიან. ამ მხრივ ეს შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა.
"იმისთვის, რომ Deepfake ბოტით თქვენი შიშველი ფოტო გაავრცელონ, საკმარისია, გქონდეთ სოციალური მედიის ანგარიში ღია ფოტოებით", — ამბობს Sensity-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯიო პატრინი.
ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ბოტი Telegram-ის გასაიდუმლოებულ არხში "ცხოვრობს" და ის რამდენიმე წუთში სრულიად უფასოდ აშორებს მომხმარებლების მიერ გაგზავნილ ფოტოებს ტანსაცმელს.
მსგავსი აპლიკაცია გასულ წელს უკვე დაიხურა, თუმცა, მისი სახეცვლილი ვერსიები ინტერნეტში ჯერაც მიმოქცევაშია.
სერვისის ადმინისტრატორი, რომელიც ცნობილია, როგორც P, ამბობს: "ეს ამბავი არ მადარდებს. ეს უბრალოდ გართობაა და ძალადობას არ ისახავს მიზნად. ამ ფოტოებით ვერავინ ვერავის დააშანტაჟებს, რადგან ხარისხი არარეალისტურია". მან ასევე დაამატა, რომ სერვისზე მომუშავე ჯგუფი ფოტოებს სწავლობს და თუ მათზე მცირეწლოვანია გამოსახული, მომხმარებელს ბლოკავს. სერვისის მომხმარებელთა 70% რუსეთიდან ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდანაა.
Sensity-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლამდე 104 852 ქალს გაუვრცელეს ყალბი შიშველი ფოტოები.
ტელეგრამს მომხდართან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები