საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი და GDS-ის ყოფილი გენერალური პროდიუსერი, ვასილ მაღლაფერიძე, გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლიტიკური ბექგრაუნდი აქვს და "ამაში სამარცხვინო არაფერია", თუმცა, უარყოფს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას.

მაღლაფერიძე დასძენს, რომ ის არჩევას თან ელოდა, თან - არა:

"ამის შესახებ თავადაც არაფერი ვიცოდი. პატარა სექტას სურს, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მხოლოდ მას ჰქონდეს, რატომ არაფერს ამბობენ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მთელი ამ დროის განმავლობაში დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს? ოღონდ გავლენა შეუნარჩუნონ და აბსურდებს თავგანწირვით ამტკიცებენ.

ჩემს წინააღმდეგ ის ადამიანები გაერთიანდნენ, რომლებსაც სურთ მედიასივრცეში მათ გარეშე ელემენტარული საკითხებიც კი არ წყდებოდეს, მათ ამბიციების დაკმაყოფილების სურვილი ალაპარაკებთ, თორემ საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაბაზარზე ლიდერი იქნება თუ არსებულ მდგომარეობას შეინარჩუნებს, ნაკლებად აღელვებთ".

მაღლაფერიძის თქმით, მისი პრიორიტეტი მართვის ორგანიზებაა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში კადრების შემცირებას ითვალისწინებს.

ვასილ მაღლაფერიძეს განმეორებით კენჭისყრაზე სამეურვეო საბჭოს 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ამავე თემაზე - რა შეფასებები მოჰყვა ვასილ მაღლაფერიძის არჩევას: