ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების წევრის, სვენ მიქსერის განცხადებით, შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტის მონიტორინგის მისია საქართველოში აღარ გაემგზავრება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იგი ამბობს, კოვიდის გამო სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ სტრასბურგში პლენარული სხდომაც ვერ ჩატარდა, რადგან იქ გამგზავრებას ვერ შეძლებდნენ. მისივე თქმით, ყველა ვიზიტი და მისია, მათ შორის საარჩევნო, შეჩერებულია.

"მე მაქვს იმედი, რომ ეპიდსიტუაცია არ შეუშლის ხელს ქართველ ამომრჩეველს, შეასრულონ მათი როლი და მისია, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და არჩიონ მომავალი პარლამენტი. ძალიან სამწუხაროა, რომ არ იქნება ევროპარლამენტის მისია კოვიდის გამო საქართველოში, თუმცა, იმედი მაქვს, რომ არჩევნები წარმატებით ჩაივლის", — განაცხადა მიქსერმა. [ტელეკომპანია იმედის თარგმანი]

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ODIHR-ის მისია დააკვირდება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ODIHR-ში სამი სადამკვირვებლო აქტივობების ფორმატის შეცვლა გადაწყვიტეს. შედეგად აქამდე არსებული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები (EOM), შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიად (LEOM) შეიცვლება. მათივე განცხადებით, LEOM ექსპერტების ძირითად ჯგუფებს და გრძელვადიან დამკვირვებლებს მოიცავს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.