ჩვენი პრობლემაა ერთი მხრივ ივანიშვილი და მეორე მხრივ, ბატონი სააკაშვილი — გიგა ბოკერია
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის თავის ტკივილი არის ერთი მხრივ ივანიშვილი, რომელმაც ქცეყანა უმძიმეს კრიზისში ჩააგდო და მეორე მხრივ სააკაშვილი, რომელიც წარსულში ნოსტალგიით იყურება და საკუთარი ძალაუფლების ინტერესით მზად არის ყველაფერზე წავიდეს.
"ქვეყნის თავის ტკივილი არის ივანიშვილის ხელისუფლება და ის უნდა შეიცვალოს. ჩვენი ამოცანა არის სწორედ ეს. ოღონდ, ეს უნდა შევცვალოთ ისე, რომ არ ვიყუროთ წარსულში ნოსტალგით, როგორც ამას აკეთებს სააკაშვილი.
ივანიშვილთან არანაირი კოალიცია არ იქნება და ვერც სააკაშვილს ექნება, ვერცერთ შემთხვევაში, ჩვენი მხარდაჭრა პრემიერად. ჩვენი ხედვაა გარდამტეხი ცვლილებები და ის გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს — გადასახადების დაწევის, ქვეყნის შემოტრიალების კონკრეტული გეგმა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ქვეყანა წინ წავიდეს და ამ ჭაობიდან ამოვიდეთ. ეს არის ჩვენი ამოცანა.
რაც შეეხება კვლევებს, ერთადერთი რა დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ ტენდენციაა, შემდგომი კონსენსუსისა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. დანარჩენზე იმ ცდომილების ფარგლებში, რაც არის და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის იმ რაოდენობის პირობებში, რაც ყველა კვლევაში დაფიქსირებულია, პროგნოზების გაკეთება არასწორი და მცადია. ჩვენი პრობლემა არ არის აქ სხვა ახალი პარტიები, რომლებიც ცდილობენ თავის დამკვიდრებას. ჩვენი პრობლემაა ერთი მხრივ ივანიშვილი, რომელიც უნდა შეიცვალოს და მეორე მხრივ, ბატონი სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ძალაუფლების ინეტერესით მზად არის ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის, ივანიშვილის პროპაგანდას შეუწყოს ხელი იმის 30-ჯერ თქმით, რომ ჩამოვა, მერე არ ჩამოსვლით და უიმედობის დანერგვით ოპოზიციურ ამომრჩეველში, რაც ბევრჯერ გააკეთა და ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებში შეთანხმების ჩაშლით. ეს მიმაჩნია მე პრობლემად. ახლა იქნება არჩევნები და გამოჩნდება, ვის რა მხარდაჭრა აქვს. ევროპულ საქართველოს ექნება ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ეს გარდამტეხი ცვლილებების გეგმა განვახორციელოთ", — განაცხადა ბოკერიამ.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები