რეფორმერი რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოში მომხდარ კიბერთავდასხმებს ეხმაურება
პარტია რეფორმერი რუსული სპეცსამსახურების მიერ სახელმწიფო უწყებების სერვერებზე 2019 წელს განხორციელებულ კიბერთავდასხმების ფაქტებს ეხმაურება.
რეფორმერის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კიბერთავდასხმების გამო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ექვს ოფიცერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მათი განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებების და მედია ორგანიზაციების საიტებსა და სერვერებზე 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმების კვალი სწორედ რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამსახურამდე მიდის. ამერიკული მხარის განცხადებით, კიბერთავდასხმები მიზნად ისახავდა ქვეყანაში დესტაბილიზაციას.
როგორც პარტია რეფორმერის გენერალური მდივანი, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანი ჯაფარიძე აცხადებს, ქვეყანა ჩართულია ჰიბრიდულ ომში რუსეთთან და ამ ომს ყველა პარამეტრით საქართველო აგებს. მისი თქმით, რეფორმერი ჯერ კიდევ თვეების წინ მოუწოდებდა შესაბამის სამსახურებს გაეთვალისწინებინათ კიბერშეტევების საფრთხეების მნიშვნელობა.
"ჩვენ დიდი ხანია ჩართული ვართ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში და ამ ომს ყველა პარამეტრით ვაგებთ. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას რუსეთის სპეცსამსახურების გააქტიურების და კიბერთავდასხმებში მათი მონაწილეობის შესახებ. არ გამოვრიცხავდით, რომ ეს შეტევები კიდევ უფრო გააქტიურებულიყო საარჩევნო პერიოდში. ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ეს, შესაძლოა, იყოს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნოლოგიური ასპექტით და რომლის მიზნებიც იქნება კიბერშეტევები საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე და კიბერღონისძიებები, რომლებიც გატარდება პოლიტიკურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან", — განაცხადა ანი ჯაფარიძემ.
როგორც რეფორმერის გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე აცხადებს, რეფორმერის პოლიტიკური პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილია უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა უწყებების აქტივაციას და კონსოლიდირებულ მუშაობას, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სახელმწიფო სექტორში ერთიანი ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას.
"ჩვენი პროგრამით, კიბერუსაფრთხოების სფეროში შეიქმნება სრულფასოვანი ახალი კონცეფცია, რომელიც მოიცავს ბიუჯეტისა და ფონდების მოძიების შესახებ სტრატეგიის განსაზღვრას; ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის ოპტიმიზაციის საჭიროებას; კიბერკვლევითი ლაბორატორიის კვლევის საგნებზე პრიორიტეტების განსაზღვრას; კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის საკითხს; კიბერრეზერვის პროექტს და ახალი რესურსების განსაზღვრას", — აღნიშნა ანი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განცხადებით, რეფორმერი კიბერუსაფრთხოებას ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად მიიჩნევს.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები