გახარიასთან შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა საშემოსავლო გადასახადებზე შეღავათების დაწესება მოითხოვა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე საშემოსავლო გადასახადებზე შეღავათების დაწესების საკითხი განიხილეს. მისი თქმით, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, 2 მოთხოვნა წამოაყენეს.
ისინი ითხოვენ, რომ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომელთაც საშემოსასვლო გადასახადები 4 თვით ჰქონდათ გადავადებული, დაგროვილი გადასახადები ჩამოეწეროთ.
"ამ წლის 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილება, რომელიც ორ სექტორს შეეხო. ერთი ეხებოდა სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ტურისტულ კომპანიებსა და ტუროპერატორებს. ამ ინდუსტრიას პირველი დეკემბრისთვის უდგება იმ საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რომლის გადავადებაც განხორციელდა 4 თვის ვადით. რეალური ვითარება ასეთია, რომ ამ ინდუსტრიას წელს არ უმუშავია თუ აგვისტოს თვეს არ ჩავთვლით და მომავალ რამდენიმე თვეში არ არის კარგი პროგნოზი ამ კუთხით. ვითხოვთ, რომ ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას", — განაცხადა ფხაკაძემ.
მეორე მოთხოვნაც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უკავშირდება და კონკრეტულად ბიზნესსექტორს ეხება. კერძოდ, მათ მოითხოვეს, რომ ბიზნეს კომპანიებს, რომლებიც პანდემიის პირობებში საშემოსავლო გადასახადებს არ იხდიდნენ, ეს შეღავათები, მინიმუმ, 6 თვის ვადით გაუხანგრძლივდეთ.
"22 მაისის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში, ასევე, შევიდა ცვლილება და საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა, ზოგადად, ბიზნესი, ნებისმიერი კომპანია, იმ შემთხვევაში თუ ხელფასი იყო 1 500 ლარამდე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აქაც ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმ ადამიანებზე, რომელთაც შედარებით დაბალი ხელფასი აქვთ. ამ შეღავათის ვადა იწურება თვის ბოლოს და ჩვენი თხოვნაა, რომ მინიმუმ 6 თვის ვადით, ისე რომ ერთი ფისკალური წელი მოიცვას, მოგვეცეს საშუალება, რომ ეს გადასახადი არ გადავიხადოთ", — აღნიშნა მან.
მისი განცხადებით, კონკრეტული დაპირებები ჯერ არ გაცემულა, თუმცა მათ "მოლაპარაკებების ფანჯარა" უკვე გახსნეს. ფხაკაძის ვარაუდით, რამდენიმე კვირაში ამ საკითხებთან დაკავშირებით ისინი შეჯერდებიან.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები