არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აღიარებს ამერიკის სადაზვერვო სამსახურების დასკვნას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლისკენ მიმართულ კიბერ თავდასხმებში რუსეთი მონაწილეობდა. თეთრი სახლის აპარატის უფროსის განცხადებით, ტრამპმა, შესაძლოა, საპასუხო ნაბიჯებიც გადადგას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ტრამპმა არაერთხელ უარყო მოსაზრება, რომ რუსები მას არჩევნების მოგებაში ეხმარებოდნენ. მისივე თქმით, ეს ბრალდებები პოლიტიკური ოპონენტებისგან მომდინარეობს, რომლებსაც მისი გამარჯვების დაკნინება სურთ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არჩეული პრეზიდენტი აღიარებს მოსკოვის მონაწილეობას დემოკრატიული პარტიის იმეილების დაჰაკვასა და გავრცელებაში, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში.