ევროპული საქართველოს წევრებმა, გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ვახტანგ კალოიანმა, 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და ის კონკრეტული გეგმა წარადგინეს, რაც ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება.

გიგა ბოკერიას თქმით, ევროპულმა საქართველომ შექმნა სამუშაო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი უხელმძღვანელებენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა ცხელი ხაზის გამართულობის, პირბადის ტარების აუცილებლობისა და საკარანტინე ზონებში იმ ადამიანების გადაყვანაზე, რომლებიც რისკ-ჯგუფში შედიან და არ აქვთ თვითიზოლაციის შესაძლებლობა.

კალოიანმა ყურადღება გაამახვილა კოვიდინფიცირებულთა საწოლებისა და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგებაზე. ასევე, მან ყურადრება გაამახვილა ჰოსპიტალურ სექტორზე და განაცხადა, რომ ჰიბრიდული ჰოსპიტალების არსებობა შეცდომაა და ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს.

"ევროპული საქართველო კოვიდპანდემიის დაწყების მომენტიდანვე ძალიან მწვავე დისკუსიასა და პოლიტიკურ დაპირისპირებაში იყო ივანიშვილის გუნდთან იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც უნდა გადაედგა და არ უნდა გადაედგა მთავრობას ასეთი გამოწვევის დროს. ეს ახსოვს ყველას ვინც ადევნებდა თვალს ამ მოვლენებს. ჩვენ ვთვლით, რომ მათი მხრიდან გადასახადების არ დაწევა და საშუალო კლასისა და გაჭირვებულების არ დახმარება არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა და ამას აგრძელებენ დღესაც და ჩვენ მოწოდებებს ყურად არ იღებენ გადასახადების დაწევასთან დაკაშვირებით, არ ცვლიან კურსს", — განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მათ, ასევე, ჰქონდათ მწვავე კრიტიკა ჯანდაცვასთან და შეზღუდვებთან დაკაშვირებით, იმ ნაბიჯების მიმართ რაც გადადგა ივანიშვილის გუნდმა. ისინი თვლიდნენ, რომ ქართულმა ოცნებამ დისპროპორციულად, დრაკონულად დაკეტეს ქვეყანა და არასაჭირო, უმძიმესი ზიანი მიაყენეს ქვეყანას და მოქალაქეებს.

"ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა ამ პერიოდში, მრავალ ოჯახს დაუმძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა, კომენდანტის საათი, ცოლ-ქმრისთვის გვერდი-გვერდ ჯდომა მანქანაში, იყო აბსურდული, ასევე, ქუჩების მორეცხვა და ონლაინ ვაჭრობის შეზღუდვა. ამაზე აღარ გავაგძელებ საუბარს, რაზეც საზოგადოებაში არავინ არ დაობდა ეს იყო ის, რომ ჩაკეტვა ვერ გაგრძელდებოდა უსასრულოდ, რადგან ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს და კიდევ ნათელი იყო, რომ ვირუსი არსად არ გაქრებოდა", — ამბობს გიგა ბოკერია.

ის, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ჩაკეტვის ეს თვეები, რომლებიც, ასევე, ეპიდემიოლოგიურად იყო უსაფრთხო, უნდა გამოყენებულიყო ქვეყნის მომზადებისათვის, იმ მომენტისთვის, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა და ისევ იქნებოდა მატება დაინფიცირებული ადამიანების. ბოკერიას თქმით, საქართელოში ახლა მძიმე სურათია, ძალიან სახიფათო სურათია.

"ვხედავთ, რომ არაფერი ივანიშვილის გუნდს ამ თვეების განმავლობაში არ გაუკეთებია, იმისთვის, რომ მომზადებულიყო ამ მდგომარეობისთვის. ახლა საუბრობენ კოვიდ საწოლებსა და საველე ჰოსპიტალებზე, ახლა აღმოაჩინეს, რომ ცხელი ხაზი, შესაძლოა, გადაიტვირთოს და ახლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს. მთელი ეს თვეები გამოიყენეს თავისი თავის ქებისთვის, თვითკბობისთვის, დამუნათებისთვის ყველასი, ჟურნალისტებით დაწყებული პოლიტიკური ოპონენტებით თუ ექსპერტებით გაგრძელებული, ვინც კითხვებს სვამდა, რაც ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი კრიზისის დროს და ამათ ხელში დატოვება ამ სერიოზული გამოწვევის იქნება კატასტროფის ტოლფასი მთელი ქვეყნისთვის", — აცხადებს ის.

ბოკერია ამბობს, რომ მათი საერთო ეროვნული ამოცანა სწორედ ამიტომ არის ამ ხელისუფლების შეცვლა, გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და სწრაფად იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც, მისივე თქმით, დამნაშავე ივანიშვილის გუნდმა არ გააკეთა.

"ევროპული საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც ემზადება ამ გარდამტეხი ცვლილებებისათის, სწორედ ამ ნაბიჯების კოორდინაციით არის დაკავებული. ჩვენ შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი, ორი ადამიანი, რომელთაც აქვთ როგორც საექსპერტო ცოდნა, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც აუცილებელია გადაიდგეს, რათა ჩვენ ამ უმძიმეს ვითარებას, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა კიდევ უფრო დაამძიმა, გავუმკლავდეთ როგორც ქვეყანა ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ", — განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მის უკან არის 112 და განმარტა, რატომ.

"იმიტომ, რომ თავი დავანებოთ ჰოსპიტალურ სექტორს, დიდი ცოდნა არ სჭირდებოდა იმის გათვლას, რომ როდესაც დაიწყებოდა ის ტალღა, რისი მომსწრენიც ახლა ვართ, გადაიტვირთებოდა ცხელი ხაზი და ამას სჭირდებოდა ელემენტალური მენეჯმენტი იმისათვის, რომ ეს გაკეთებულიყო და ამიტომ, მე ახლა წარმოგიდგენთ დაუყონებლივ გადასადგმელი ნაბიჯების გეგმას, ის რაც გასაკეთებელია:

  • ცხელი ხაზიც და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება არის სწრაფი რეაგირებისთვის აუცილებელი. საზოგადოებაში ჩვენ ვხედვათ მომატებულ შფოთვას, როდესაც სეზონური გრიპის პირობებში ადამიანებმა არ იციან კორონავირუსი სჭირთ, თუ ეს უბრალოდ სეზონური გრიპია და იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე, ამას სჭირდება სწრაფი რეაგირების მექანიზმი;
  • ასევე, საჭიროა, რომ პირბადეების ტარება გახდეს სავალდებულო, რათა შევაჩეროთ გადაცემის სიჩქარე;
  • საჭიროა რისკის-ჯგუფში შემავალი ადამიანების დაცვა. აუცილებელია, რისკ- ჯგუფში მყოფი ადამიანები, რომელთაც არ აქვთ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, განთავსდნენ საკარანტინო სივრცეებში. ეს სივრცეები არა ინფიცირებულთა ჩასაკეტად, არამედ პირიქით, რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების დასაცავად უნდა გამოიყენებოდეს. ეს, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი უნდა იყოს", — განაცხდა ჭიაბერაშვილმა.

"სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ისევ გვიწევს იგივე პრობლემებზე საუბარი, რაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაისვა და რაც ჯერ კიდევ მაშინ შესაძლებელი იყო პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილიყო, ეს გახლავთ ძალიან მარტივი და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ექნება ძალიან დიდი ეფექტი. პირველი, ეს გახლავთ:

  • კოვიდინფიცირებულთა საწოლებისა და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგება, რაც სტრატეგიულია ეფექტური ფუნქიონირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების.
  • მეორე, ეს გახლავთ კოვიდ და არაკოვიდ პაციენტების მაქსიმალური განცალკევება ერთმანეთისაგან.

კალოიანის განცხადებით, ხელისუფლება ჰიბრიდული კლინიკების გზით წავიდა, რაც, მისივე თქმით, შეცდომაა და ის შეიძლება გახდეს და გახდა კიდეც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო.