პორნოგრაფია ის თემაა, რომელზეც მსოფლიოს მასშტაბით მაინცდამაინც ბევრს არ საუბრობენ, თუმცა Pornhub თავისი სახალისო მარკეტინგული კამპანიებით და მუდმივი აქტიურობით ამ სტერეოტიპის დანგრევას ცდილობს. როგორც ჩანს, მათი მიდგომა ამართლებს, რადგან პორნოვიდეოების ყველაზე პოპულარულ კოლექციას ყოველდღიურად 191 625 000 ადამიანი სტუმრობს.

სულ ახლახან Pornhub-მა 2016 წლის ანგარიშს გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია მათი მომხმარებლების ინტიმური ინტერესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ანგარიშში ჩვენი ქვეყანაც მოხვდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავრცელებული ფრაზა "ლეზბიანკებს არაუშავთ" უკვე სტატისტიკურადაც არის გამყარებული. დიახ, ქართველები Pornhub-ს ყველაზე ხშირად ლესბოსელების პორნოს სანახავად სტუმრობენ.

ფოტო: inverse

საქართველო ერთადერთი ქვეყანა არააა, სადაც პორნოგრაფიის ეს ჟანრი პოპულარობით სარგებლობს. ამ კატეგორიას ასევე აქტიურად უყურებენ აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.

რაც შეეხება მამაკაცების გეი პორნოს, აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანა რუსეთი ლიდერობს. ამავე კატეგორიას აქტიურად მოიხმარენ აზერბაიჯანი და ირანი.