ტერმინი "ადამიანური რესურსების მართვა — HRM" თავის თავში ბევრ ფუნქციას მოიცავს, რომელიც თეორიულ განათლებასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც მოითხოვს. ამ სფეროში HR პროფესიონალებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ამიტომ პროფესიული განვითარებისთვის სერტიფიცირება აუცილებელია.

HR სერტიფიკატი დამსაქმებლებისთვის იდეალური საშუალებაა თანამშრომელთა მუშაობის შეფასებისთვისა და HR ტენდენციების შენარჩუნებისთვის. საერთაშორისო სერტიფიცირება ერთი ორჯერ ზრდის თქვენი პროფესიონალიზმის დონეს და მოწმობს თქვენს მიერ HR კარიერაში განხორციელებულ ინვესტიციას.

ამ სტატიაში გაეცნობით: რა არის HRCI, როგორ უნდა გახდეთ მისი ტიტულოსანი და რა საფეხურების გავლა მოგიწევთ იმისთვის, რომ ჩააბაროთ საკვალიფიკაციო გამოცდები.

რა არის HRCI?

ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ორგანიზაციაა, რომელიც აწესებს ოქროს სტანდარტებს ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. 500 000-მდე HR პროფესიონალი უკვე სერტიფიცირებულია 125-ზე მეტ ქვეყანაში.

HRCI-მ HR პროფესიის ხელშეწყობისთვის შექმნა სხვადასხვა სერტიფიკატები, მათ შორის:

  • ასოცირებული პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (aPHRi™);
  • პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (PHRi™);
  • უფროსი პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (SPHRi™);
  • საერთაშორისო პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (GPHR®)

BDO Academy პირველი ოფიციალური ტრენინგ პროვაიდერია ამიერკავკასიაში, რომელიც HRCI-ის პრესტიჟული გამოცდების მოსამზადებელი კურსების ოფიციალური პროვაიდერის (CPP) სტატუსით სარგებლობს. ოფიციალური პროვაიდერები წარმოადგენენ ამ ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს და ხელს უწყობენ HR-ების კარიერული პოტენციალის ამაღლებას.

HRCI სერტიფიცირება: კარიერული და ბიზნეს უპირატესობები

HRCI-ის მიერ სერტიფიცირებული HR პროფესიონალები აძლიერებენ როგორც საკუთარ კარიერას, ასევე ორგანიზაციებს — ფორმალურ განათლებასთან კომბინაციით, მაღალი ეთიკის სტანდარტების დაცვით, გამოცდების საშუალებით ცოდნისა და მიღწევების დემონსტრირებითა და მუდმივი პროფესიული განვითარების ვალდებულებით.

სერტიფიცირებულ HR-ებს აქვთ, მრავალი უპირატესობა:

  • კარიერული უპირატესობა: HRCI-ის ტიტულის მფლობელების განცხადებით, მათ აქვთ დასაქმების უკეთესი პერსპექტივა, უფრო მაღალი წლიური ხელფასი, შემოსავლის სწრაფი ზრდა და კარიერული კმაყოფილების მაღალი დონე. დღესდღეობით, 100 – ზე მეტი ქვეყნის HR პროფესიონალები ამაყად ინარჩუნებენ HRCI-ის ტიტულის უფლებამოსილებას, როგორც მსოფლიო კლასის HR ნიჭიერებისა და ინოვაციების ნიშანს;
  • ბიზნეს უპირატესობები: HRCI-ის სამკერდე ნიშნის დახმარებით, ორგანიზაციები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ სტრატეგიულ HR-ებთან ერთად შეუძლიათ საქმის უმაღლეს დონეზე შესრულება, უპირატესობების შექმნა მუდმივად ცვალებად ტექნოლოგიებში, კანონებში, თანამშრომლების საჭიროებებსა და სამუშაო გარემოში.

HRCI გთავაზობთ სერტიფიცირებებს HR კარიერის ყველა ეტაპისთვის.

იმისთვის, რომ გახდეთ HRCI-ის ტიტულოსანი, გამოცდის ჩაბარებამდე უნდა აკმაყოფილებდეთ მკაცრ პროფესიულ გამოცდილებასა და საგანმანათლებლო მოთხოვნებს. ხოლო იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ აღნიშნული ტიტული, პერიოდულად მოგიწევთ კრედიტების დაგროვება სხვადასხვა აქტივობებით.

HRCI-ის ტიტულის მფლობელები ხვდებიან ტიტულოვან სპეციალისტთა მონაცემთა ბაზაში, სადაც პირველ რიგში ეძებენ საერთაშორისო ან მაღალი ორგანიზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებლები მომავალ თანამშრომლებს. ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თქვენს რეზიუმეში, პროფესიულ და სოციალურ ქსელებში თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითებთ ელექტრონულ სამკერდე ნიშანს. მაგ. Teiko Bokuchava, PHRi.

რა ჯდება HRCI-ის ტიტულის მოპოვება?

BDO Academy გთავაზობთ საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ სერტიფიცირების მოსამზადებელ კურსებს PHRi-სა და SPHRi-ში, რომელსაც უძღვება ორივე სერტიფიკატის მფლობელი თეიკო ბოკუჩავა, PHRi, SPHRi – 17 წლიანი გამოცდილებით HR-ის სფეროში.
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, BDO Academy სწავლების Online მეთოდზეა გადასული და გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას მიმდინარე კურსებზე.

გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების ღირებულება:

  • PHRi – 960 ლარი, 1200 ლარის ნაცვლად (კურსის დაწყების თარიღი: 5 ნოემბერი);
  • SPHRi – 1440 ლარი, 1800 ლარის ნაცვლად (კურსის დაწყების თარიღი: 25 ნოემბერი);

HRCI-ის გამოცდების ღირებულება:

  • PHRi — $495 (აპლიკაციის თანხა — $100, გამოცდის თანხა - $395), საქართველოს მოქალაქეებისთვის — $300 (აპლიკაციის თანხა — $100, გამოცდის თანხა — $200)
  • SPHRi — $595 (აპლიკაციის თანხა — $100, გამოცდის თანხა — $495), საქართველოს მოქალაქეებისთვის — $400 (აპლიკაციის თანხა — $100, გამოცდის თანხა — $300)
  • იმ შემთხვევაში, თუ პირველ ჯერზე ვერ ჩააბარეთ გამოცდა, მეორე ცდის დროს იხდით მხოლოდ გამოცდის საფასურს.

BDO Academy-ში HRCI-ის ტიტულებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით Facebook გვერდზე ან ნომერზე: 591 04 70 87.