ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთიდან კიბერთავდასხმების პრევენცია პრიორიტეტული ამოცანაა და ამ კუთხით კონკრეტული ზომები მიიღეს, თუმცა პრევენცია ყოველთვის ვერ ხერხდება. ასე გამოეხმაურა ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კიბერთვდასხმაში ბრალდებული რუსი ოფიცრებისთვის ბრალის წარდგენას.

"პრაქტიკაში კონკრეტული ზომებია მითებული, რომ მაქსიმალურად ასეთი თავდასხმები თავიდან ავირიდოთ, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ წელს მაინც მოხერხდა ასეთი თავდასხმის განხორციელება, მაგრამ მინიმუმამდე არის ასეთი შემთხვევები დაყვანილი. მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, იმიტომ, რომ რუსეთისთვის კიბერთვდასხმები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი, ამაში ისინი არიან საკმაოდ დახელოვნებულები", — განაცხადა კობახიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 6 რუს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის ბრალდებით, ბრალი წარუდგინეს. CNN-ის ცნობით, სიაში საქართველოცაა. საქართველოს შემთხვევაში მათ 2019 წელს პარლამენტის ქსელის მოშლის მცდელობა და ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებული თავდასხმა ედებათ ბრალად.

რუსეთმა საქართველოზე არაერთი კიბერშეტევა განახორციელა. მათ შორის, იყო როგორც პრეზიდენტის, სხვადასხვა უწყების, სასამართლოს ვებგვერდის, ასევე, ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის მცდელობები.

გაიგეთ მეტი: