საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, არჩევნებამდე სამი დღის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"როგორც იცით, საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში და იმ სკოლებში, სადაც არის საარჩევნო უბანი, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს აღნიშნული სკოლები გადავლენ დისტანციურ რეჟიმში", — განაცხადა ჩხენკელმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.