პარტია სამართლიანობის ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, კოალიციის შექმნაზე იმ შემთხვევაში დაფიქრდება, თუ მიიღებს გარანტიებს, რომ კოალიცია მზადაა ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებებისთვის. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში განაცხადა.

"ჩვენ დავფიქრდებით, მათ შორის, ისეთ ტიპის კოალიციაზე, სადაც შეიძლება ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ქართველმა ხალხმა ახლა არჩევანი უნდა გააკეთოს ახალი კოალიციის სასარგებლოდ. ესენი არიან ახალი პარტიები, რომელთაც წარსული არ ამძიმებთ. ეს არის ჩემთვის იდეალური კოალიცია", — განაცხადა ეკა ბესელიამ ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ მისი პარტიაში დარჩენისთვის ყველა მეთოდი გამოიყენა, თუმცა იქ არ დარჩა. ბესელია არც ნაციონალური მოძრაობის კოალიციაში განიხილავს მის პარტიას.