სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით პრემიერმინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა. ვაშაძეს მიაჩნია, რომ გახარია დაბნეულია, თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა და საქათველოს მოსახლეობას ვერანაირ სიახლეს ვერ სთავაზობს.

"გახარიამ თავისი თავი ამოწურა. სრული ჩაფლავება, არანაირი კრიზისმენეჯმენტი, სრული უმოქმედობა, გაქცეული ციფრები, ჩამოშლილი ეკონომიკა და გახარიას დღევანდელი ბრიფინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის გადავიდა თავის მართლების რეჟიმში. ვერაფერ სიახლეს ვერ სთვაზობს საზოგადოებას, არის სრულიად დაბნეული და ამ ხალხის გაჩერება ხელისუფლებაში აღარ შეიძლება", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.