იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დღეიდან დაიწყო. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარკის მთლიანად ჩაკეტვა არ მოხდება.

"რადგან ბევრი ადამიანი სარგებლობს ტერიტორიით, კონკრეტულ ლოკაციებზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება და პარკი მთლიანად არ ჩაიკეტება", — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კალაძის თქმით, მშენებლობას, დაახლოებით, 2 წელი დასჭირდება.

თბილისის მერმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილის ქალაქს იპოდრომს "სრულიად უსასყიდლოდ გადასცემდა".

მისივე ინფორმაციით, პროექტი თითქმის დასრულებულია და მასზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს.

მისივე თქმით, პარკი იქცევა თბილისელებისთვის საყვარელ ადგილად, ასევე, იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც "ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს".

ამავე თემაზე: