ბელარუსში პარტიაზნულ მარშად წოდებული 10 000-ობით ადამიანის მსვლელობა გაიმართა. დააკვეს, 100-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ BELSAT-მა გამოაქვეყნა.

მედიის ცნობით, სავრაუდოდ, მომიტინგეებმა ქვეყნის პარტიზანული წარსულის პატივსაცემად უწოდეს პარტიზანული მარში და მათი მსვლელობაც მინსკში პარტიზანების გამზირისკენ იყო მიმართული. ძალოვანებმა მომიტინგეების დასაშლელად რეზინის ტყვიები ჰაერში გაისროლეს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, VESNA-ს ცნობით, დაკავებულთა უმრავლესობა მინსკიდანაა, გარდა ამისა, დააკვებულები არიან ბრესტში, ვიტებსკში, გომელეში, დერჟინსკში, ნოვოგრუდკში, სვეტლოგორსკსა და ფანიპოლში.

საპროტესტო აქციების პარალელურად ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები კვლავ გრძელდება. აქციებზე აკავებენ ათეულობით ადამიანს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებენ.

9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოსახლეობა არ აღიარებს. დემონსტრანტები, უკვე ორ თვეზე მეტია, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაიაც არ ეთანხმება, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ.