მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდება, გამოკითხულთა 29 პროცენტს სურს, რომ კოალიციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია იხილოს. რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, მათი ხილვა კოალიციაში გამოკითხულთა 23 პროცენტს სურს, ხოლო გამოკითხულთა 22 პროცენტს კოალიციურ მთავრობაში სტრატეგია აღმაშენებლის ხილვა უნდა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი მათი ჩამონათვალი შემდეგნაირია:

  • ქართული ოცნება — 22 პროცენტი;
  • ლელო — 13 პროცენტი;
  • პატრიოტთა ალიანსი — 13 პროცენტი;
  • მოქალაქეები — 12 პროცენტი;
  • ლეიბორისტული პარტია — 11 პროცენტი;
  • ერთიანი საქართველო — 7 პროცენტი;
  • გირჩი — 7 პროცენტი;
  • თავისუფალი საქართველო — 7 პროცენტი.

კვლევის ჩატარების პერიოდი 8-დან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავდა. სულ 18 წელს ზემოთ ასაკის მქონე 1507 ადამიანი პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +- 2,5 პროცენტია.