ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი გუნდი თვითიზოლაციაშია, არ წყვეტენ ბრძოლას, რომ ის გაუგებრობა, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია, წარსულს ჩააბარონ.

"არ ვეთიშებით საარჩევნო პროცესს. როდესაც წინააღმდეგობა ჩნდება, ჩვენი გუნდი მეტად მობილიზებული ხდება, პარტია ძალიან სერიოზულად მობილიზდა. ონლაინ, მაგრამ მაინც, მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან; ქართულ ოცნებას მათ აწყობთ, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მაგრამ ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენი ხალხი ყოველთვის იჩენს კეთილ ნებას და ეს ასახულია ყველა გამოკვლევაში, რომელშიც ადამიანების 70 პროცენტი ადასტურებს, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ხალხი მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას ახალ მომავალს, რომელიც არის ლელო. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ აქვთ ლელოს მარშალის გეგმა", რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე მდგომარეობიდან.

მამუკა ხაზარაძემ იმ "ტიპიურ აღტკინებაზეც" ისაუბრა, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამოავლინა, რომ, თითქოს, მათ შეძლეს და კორონავირუსზეგაიმარჯვეს.

"მხოლოდ 8 ოქტომბერს გამოყვეს 48 მილიონი ინფექციურისთვის. მე ვერ გავიგე, რა არის მართვა. ამდენი სესხი რომ აიღო ხელისუფლებამ, გამოაქვეყნოს, გახარიამ ფული სად დაიხარჯა", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ამ მთავრობას უნდა ჩვენი ფულის ჭამა გააგრძელოს, რასაც ლელო არ დაუშვებს და დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ერთად ქვეყნის აღორძინებისთვის მუშაობას დაიწყებენ.