თბილისის ანძა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაცია ამის შესახებ დედაქალაქის მერიამ გაავრცელა.

როგორც მერიაში ამობებენ, ანძის განათების თხოვნით დედაქალაქის მერიას აზერბაიჯანის საელჩომ მიმართა.

მერიაში, ასევე, აღნიშნავენ, რომ ტრადიციულად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, თბილისის ანძა მათი სახელმწიფო დროშების ფერებში ნათდება. მაგალითად, წელს ანძა განათდა ბრაზილიის, თურქმენეთის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ლიბიის, ინგლისის, სომხეთის, აშშ-ის და გერმანიის დროშების ფერებში.