რეფორმერის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეირან ოქროპირიძე ბათუმის ურბანულ პრობლემებს ეხმაურება
პარტია რეფორმერის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯეირან ოქროპირიძე ბათუმში ქაოტური მშენებლობის შედეგად შექმნილ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხმაურება და ადგილობრივ ხელისუფლებას სამშენებლო რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ჯეირან ოქროპირიძე აცხადებს, ბოლო წლებში ქაოტურმა მშენებლობებმა ბათუმს ეკოლოგიური და ურბანული პრობლემა შეუქმნა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან აწუხებს.
"ბოლო რამდენიმე წელია ბათუმი ქაოტური მშენებლობების ტალღამ მოიცვა, საცხოვრებელი კორპუსები უკვე ტროტუარებზეც კი შენდება, თითქმის აღარ დარჩა სივრცე სკვერებისთვის, სადაც მოხუცები, ბავშვები დაისვენებენ. განსაკუთრებით დაზარალდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც არ ცხოვრობენ სანაპირო ზოლის მიმდებარედ.
ქაოტური მშენებლობები ურბანულ პრობლემებთან ერთად ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. თუ გავითვალიწინებთ, რომ ბათუმში გაუმართავია საკანალიზაციო სისტემები, რომელიც მცირე ნალექის დროსაც კი მწყობრიდან გამოდის, ძნელი წარმოსადგენი არაა რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი მოსახლეობა", — აღნიშნავს ოქროპირიძე.
როგორც რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეირან ოქროპირიძე აცხადებს, ქაოტურ განაშენიანებას მოჰყვა სივრცითი მოწყობის პრობლემებიც, რაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსსაც იწვევს:
“იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ის პროექტები, რასაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მოჰყვა, განაშენიანება უნდა აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნებს და რეგულაციებს, არ უნდა ანადგურებდეს გარემოს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აჭარაში ნებართვების მოპოვება ხდება კანონის გვერდის ავლით, კორუფციული გარიგებების შედეგად. არ არსებობს ქალაქის განაშენიანების ერთიანი ხედვა, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ქალაქში სივრცითი მოწყობა.
რეფორმერის ხედვით, მნიშვნელოვანია, ბათუმის განაშენიანება დაექვემდებაროს ერთიან კონცეფციას და გამკაცრდეს სამშენებლო რეგულაციების დაცვა. ბათუმს უნდა შეუნარჩუნდეს ის ხიბლი, რაც აქვს და გათვალისწინებული უნდა იყოს რეკრეაციული ზონები და სპორტული, დასასვენებელი სივრცეები, რომ ადამიანებმა შეძლონ ცხოვრება ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში", — ამბობს პარტია რეფორმერის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეირან ოქროპირიძე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები