მესტიაში, სოფელ ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება. მათივე ინფორმაციით, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და ამ დროისთვის ჯგუფი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი უკვე ჩააქრეს და ამ დროისთის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.