თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ცნობით, 19 ოქტომბრიდან სწავალა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

მათი ინფორმაციით, ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით ჩატარდება. ამასთან:

  • კოვიდ-კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში;
  • სალექციო კურსების და უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდები ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შეუდგენენ.

17 ოქტომბერს, თსსუ-ს სტუდენტების ნაწილმა სწავლის დისტანციურად გაგრძელების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს, რომელსაც 1 700-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა.