პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთელებს უთხრა, რომ შემდეგი 4 წელი კონკრეტულად ფოთის აღორძინების წლები იქნებარადგან მისი თქმით, ფოთში ბევრი პრობლემაა. ამის შესახებ მან ხობსა და ფოთში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას წარდგენისას განაცხადა.

"ეს არა მხოლოდ ფოთს, ეს მთლიანად ქვეყანას სჭირდება. დაიწყება ფოთის ძირითადი პორტის შემდგომი ჩრდილოეთით მშენებლობა, განახლება. ეს იქნება უდიდესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდოს 10 მილიონი ტონით", — განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ინდუსტრიისა და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, იქ ისეთი გარემო უნდა შექმნან, რომ ფოთიდან ახალგაზრდები სხვაგან კი არ მიდიოდნენ, არამედ თავად ფოთი იყოს "მიზიდულობის ცენტრი".