აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც On.ge-ს ტელევიზიაში განუცხადეს, თანამშრომელს გუშინ, საღამოს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტელევიზიაში აღნიშნეს, რომ ინფიცირებულ პირს, დაახლოებით, 3-4 თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი და ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ასევე, აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თანამშრომლები ჯგუფებად არიან დაყოფილი და ისე მუშაობენ, შესაბამისად, გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.